ერაყის ომი

აშშ-მ ერაყის ომი ოფიციალურად დაასრულა

სადამ ჰუსეინის ჩამოგდებიდან 9 წლის შემდეგ, აშშ-ის სამხედროებმა ერაყის ომი საბოლოოდ დაასრულეს. თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ საგანგებო ცერემონიის დრო აშშ-ის დროშა ჩამოწია და უსაფრთხო ერაყზე ილაპარაკა.

ვიეტნამის შემდეგ ყველაზე არაპოპულარულ ომის კულმინაციის დროს, ერაყის ტერიტორიაზე 170,000 ჯარისკაცი იმყოფებოდა. დარჩენილი 4,000 სამხედროს ქვეყნიდან წლის ბოლომდე გაიწვევენ. აშშ-ს სამხედრო კონტიგენტი   ისლამისტ მეამბოხეებთან მებრძოლ ერაყს ტოვებს, სექტარიანული დაძაბულობითა და პოლიტიკური გაურკვევლობით. 

კომენტარები