ცხინვალი

ალა ჯიოევა შეთანხმების გამო ნანობს

ალა ჯიოევამ გააპროტესტა     დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილება  და მისი მხარდამჭერები რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.    ცხინვალის  სეპარატისტულმა პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა     გენერალური პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის  და   სასამართლოს თავმჯდომარის  აცამაზ ბიჩენოვის   თანამდებობებიდან გადაყენებას.   არადა , აღნიშნული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლებას    ჯიოევას მხარე კოკოითისთან შეთანხმების  ერთ-ერთ პირობად  აყენებდა.   ცხინვალიდან გავრცელებული ცნობით,  დე ფაქტო პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ  ჯიოევამ გამოთქვა სინანული   აწ უკვე ყოფილ ე.წ. პრეზიდენტთან  შეთანხმებისთვის დაშვებული კომპრომისის გამო. მან  ასევე უსაყვედურა კრემლს იმისთვის , რომ ის  სრულად უჭერს მხარს ედუარდ  კოკოითის.  

აღსანიშნავია, რომ ცხინვალის სასამართლოს თავმჯდომარეს  აცამაზ  ბიჩენოვს   არ მიაჩნია   გადაწყვეტილად ხელახალ არჩევნებში ჯიოევას მონაწილეობის საკითხი.  მან თქვა, რომ ყველაფერი მოხდება ”კანონის ფარგლებში” და გადაწყვეტილებას მიიღებენ რეგისტრაციის პროცესში.  ედუარდ კოკოითიმ ე.წ. პრეზიდენტობიდან გადადგომის წინ მოაწერა ხელი   რეკომენდაციას   გენერალური პროკურორის და სასამართლოს თავმჯდომარის  გათავისუფლების შესახებ, თუმცა დე ფაქტო პარლამენტმა აღნიშნული პირები თანამდებობებზე დატოვა.

 ჯიოევას მხარემ განაცხადა, რომ იმსჯელებს სამომავლო მოქმედებებზე, ითქვა ისიც , რომ ოპოზიცია შეიმუშავებს მორიგ მიმართავს რუსეთის ხელისუფლების სახელზე.  გუშინ კი ალა ჯიოვა პროცესს ოპტიმისტურად უყურებდა. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ვადიმ ბროვცევთან  შეხვედრის შემდეგ მან  აღნიშნა: ” ახლა ბარიკადების სხვა და სხვა მხარეს მდგომთა გამაერთიანებელი  უნდა  იყოს  ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ” 

კომენტარები