უცხოური ინვესტიციები

მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული ინვესტიცია

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2011 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 266 მილიონი დოლარის მოცულობის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიური პერიოდის წინასწარ მაჩვენებელს 66%-ით, ხოლო 2010 წლის იმავე პერიოდის დაზუსტებულ ციფრებს 18%-ით აღემატება. 2011 წლის პირველ კვარტალში შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 174 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მეორე კვარტალში 203 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წლის სამ კვარტალში კი საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 643 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

კომენტარები