ცხინვალი

ცხინვალში აღარ გაიმართება ალა ჯიოევას ინაუგურაცია

ე.წ. პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა  ალა ჯიოევამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ცხინვალის ცენტრში საინაუგურაციო ღონისძიების ჩატარებაზე, როგორც ამას ის აქამდე გეგმავდა.

„როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელი გადაწყვეტილება, და იქნება თუ არა ის,  ხვალ ინაუგურაცია არ  გაიმართება“- ავრცელებს ინტერფაქსი  ალა ჯიოევას განცხადებას.  ჯიოევას და კოკოითის მხარეებს შორის პარასკევს მიმდინარეობდა   მოლაპარაკებები    რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის შუამავლობით.    

 

კომენტარები