სახელმწიფო ბიუჯეტი

პარლამენტი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს დაამტკიცებს

დღეს, პარლამენტი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დაამტკიცებს. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიგი წერეთელის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის განხილვებში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განმარტა, რომ 2012 წლის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსულობები არის გაზრდილი, ხოლო დონორების დაფინანსების მაჩვენებელი მცირდება და ეს მაჩვენებელი 2012 წლის ბიუჯეტში 5%–ით აროს განსაზღვრული.

2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 7.9 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის შემოსავლები 6.8 მილიარდი ლარია, ხარჯები კი 6.5 მილიარდი ლარი. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.

 

 

კომენტარები