ცხინვალი

ჯიოევას მომხრეები პუტინს და მედვედევს მიმართავენ

ცხინვალში ალა ჯიოევას მომხრეებმა შეიმუშავეს მიმართვა რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის სახელზე .  მიმართვის ადრესატებს ჯიოევას მომხრეები სთხოვენ  ყურადღება მიაქციონ მოსკოვის იმ წარმომადგენლების საქციელს, რომლებიც ” რესპუბლიკის ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს უჭერენ მხარს.” ” სანამ გვიან არაა ობიექტურად შეაფასეთ სიტუაცია, ჩვენი ხალხი არ იმსახურებს  ისეთ  უსამართლო დამოკიდებულებას, როგორსაც მოსკოვის წარმომადგენლები ავლენენ. ისინი ცდილობენ გაწელონ დრო და შეუქმნან მოქმედ  ხელისუფლებას  თავისი გადაწყვეტილების გატარების საშუალება ”- ნათქვამია მიმართვაში.

ალა ჯიოევამ მანამდე განაცხადა, რომ უარს ამბობს მოლაპარაკებებზე , რომელიც მოსკოვის წარმომადგენლის  სერგეი ვინოკუროვის შუამავლობით მიმდინარეობდა. ” ეს მოლაპარაკებები იყო უშედგო.  ედუარდ კოკოითი უკან არ იხევს მხოლოდ იმიტომ, რომ გრძნობს მოსკოვის მხარდაჭერას”- უთხრა მომხრეებს  ჯიოევამ. ორშაბათს,  ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს დიმიტრი მედვედევი  გამოეხმაურა, მან იქ არსებული დაპირისპირება კლანებს შორის დაპირისპირების ჭრილში განიხილა.

 ჯიოევამ მოუწოდა კოკოითის  2  დღის მანძილზე დატოვოს რეგიონის ტერიტორია, თუმცა  მას  არ დაუკონკრეტებია რას მოიმოქმედებს ოპოზიცია, თუკი კოკოითი  მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.  

კომენტარები