ცხინვალი

მოსკოვი: ცხინვალში პატივი უნდა სცენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას

ცხინვალში დაძაბულობაა. ალა ჯიოევამ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და თქვა, რომ საკუთარი შტაბის წვერებისგან იწყებს სახელმწიფო საბჭოს ფორმირებას. მისი გადაწყვეტილება  დე ფაქტო ხელისუფლებაში ”ფერადი რევოლუციის” მცდელობად შეაფასეს და  განაცხადეს, რომ გამოიყენებენ ზომებს მის აღსაკვეთად. ცხინვალში შექმნილ სიტუაციას მოსკოვი გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ  რეგიონში ე.წ. არჩევნების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა დარღვევებს, რის გამოც სასამართლომ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა.  ”მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს მეზობელ , მეგობარ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს, დაინტერესებულია ახალგაზრდა სახელმწიფოში სტაბილურობით, რისთვისაც აუცილებელია საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ძალებმა პატივი სცენ კანონს და უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს”- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 ცხინვალში დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ განიხილა მმართველი პარტიის ”ედინსტვოს” სარჩელი ე.წ.  საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას  ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების შესახებ და შედეგები ბათილად გამოაცხადა.  შედეგებით კი გამარჯვებული  ოპოზიციის კანდიდატი ალა ჯიოევა იყო .ამის შემდეგ დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ხელმეორე არჩევნები გაიმართოს მარტში და  ჯიოევას აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა იმის გამო, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დარღვევებს და ეს სასამართლომ დაადასტურა.

 

.

კომენტარები