სახელმწიფო ბიუჯეტი

პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 219, 6 მილიონი ლარით გაიზარდა. კენჭისყრის წინ ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ  დამატებითი სახსრები  მოხმარდება : ლტოლვილთა სახლების მშენებლობისა და რეაბილიტაციას, გუდაურისა და მესტიის კურორტებზე საბაგირო გზების მშენებლობას,  საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის დამატებული  თანხა -  პაემნების ოთახების მოწყობას,  გაიზარდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების დაფინანსება და ასე შემდეგ. ყველაზე მეტი ზრდის წილი 44, 6 მილიონი ლარის ოდენობით სამინისტროებს შორის  თავდაცვის უწყებაზე მოდის.  ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე განმარტა, რომ  ბიუჯეტის მატება ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა, რისი პარამეტირც  5, 5 პროცენტიდან 6 პროცენტამდე გაიზარდა.   

 

კომენტარები