ტაჯიკეთი

ტაჯიკეთში რუსული ავიაკომპანიის მფრინავები გაათავისუფლეს

ტაჯიკეთში დაკავებული რუსული ავიაკომპანიის მფრინავები , რუსეთის მოქალაქე  ვლადიმირ სადოვნიჩი და ესტონეთის  მოქალაქე  ალექსეი რუდენკო გათავისუფლებულები არიან.  ტაჯიკეთის სასამართლომ მათ  პატიმრობის ვადა შეუმცირა და შემდეგ   ისინი  ამნისტიის შესახებ კანონის ძალით  სასამართლო დარბაზშივე  გაათავისუფლა. ამასთან, მფრინავები სასამართლოს უდანაშაულოდ არ უცვნია. სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება  ავიაკომპანია Rolkan-ის კუთვნილი   2 სატრანსპორტო თვითმფრინავის კონფისკაციის შესახებ.

 მფრინავები ტაჯიკეთში ნოემბერში დააკავეს,  საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის და კონტრაბანდისთვის მათ სასამართლომ   8, 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამ ფაქტმა  დაძაბა ურთიერთობა მოსკოვსა და დუშამბეს შორის. რუსეთის პრეზიდენტმა ტაჯიკეთის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ”არსებობს შეკითხვები”  მფრინავებისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით  და დაიმუქრა, რომ  რუსეთი  პასუხს გასცემდა ტაჯიკეთს. ამის შემდეგ დაიწყო ტაჯიკი შრომითი მიგრანტების გაძევება რუსეთის ტერიტორიიდან, რის საბაბადაც დასახელდა ის, რომ მიგრანტები რუსეთში კანონის დარღვევით იმყოფებოდნენ.  რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ ტაჯიკი მიგრანტები რუსეთში შიდსის და სხვა საშიში დაავადებების შემტანები არიან. 

კომენტარები