ტაჯიკეთი

ტაჯიკეთის პრეზიდენტის და COVID-19-ით გარდაიცვალა, მისმა შვილებმა ჯანდაცვის მინისტრს სცემეს

ემომალი რაჰმონი
Russian Foreign Affairs Ministry/EPA-EFE/Shutterstock

ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის და Covid-19-ით გარდაიცვალა, რის გამოც მისი სამი შვილი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრსა და საავადმყოფოს დირექტორს თავს დაესხა და სცემეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის 64 წლის და, კურბანბი რაჰმონოვა, ელიტურ სამთავრობო საავადმყოფოში 20 ივლისს, საავადმყოფოში გადაყვანიდან 10 დღეში, გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად არ გაუვრცელებიათ, თუმცა, წყაროებზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია წერს, რომ კურბანბი რაჰმონოვა Covid-19-ისგან გარდაიცვალა. 

ცემის შედეგად ჯანდაცვის მინისტრი, ჯამოლიდინ აბდულოზოდა და საავადმყოფოს დირექტორი, ხოლმუჰამად რაჰიმზოდაბი, მძიმედ დაშავდნენ. დაშავებულებია ასევე საავადმყოფოს რამდენიმე თანამშრომელი.

ტაჯიკური მედიის ინფორმაციით, Covid-19-ი პრეზიდენტის გარემოცვაშიც გავრცელდა. რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა ემომალი რაჰმონის სიდედრი, 88 წლის უზბეკბი ასადულოევაკორონავირუსით დაავადდნენ პრეზიდენტის სიძე, ბიზნესმენი შამუსულო შოჰიბოვი და მისი ცოლის ძმა, ჰასან ასადულოზოდა. მედიის ინფორმაციით, ჰასან ასადულოზოდას მდგომარეობა მძიმეა.

პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჯანდაცვის მინისტრის ცემასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ჟურნალისტებისთვის პასუხი არ გაუციათ.

ქვეყანაში ვირუსის თავდაპირველი გავრცელების დროს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თვეების მანძილზე უარყოფდნენ, რომ ტაჯიკეთში კორონავირუსის შემთხვევები არსებობდა.

ბოლო თვეების მანძილზე, მთავრობამ გამოაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია ქვეყანაში სწრაფად ვრცელდებოდა. სანამ ვირუსი პრეზიდენტის ოჯახის წევრებში გავრცელდებოდა, თანამდებობის პირები ვირუსის გავრცელების მასშტაბებს უარყოფდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ემომალი მირზოიევმა, ისიც თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს ჰქონდა ვირუსის სიმპტომები, ბევრის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და სიმპტომები გაციებით ახსნა.

"ამ ხალხიდან ბევრი ივლისის დასაწყისში, სიცხეში დიდი რაოდენობით ძალიან ცივ და ყინულიან წყალს სვამდნენ და ცივ წყალში ცურავდნენ. ხალხი, რომლებიც ექიმებთან მიდიან, ძირითადად აქვთ მაღალი სიცხე, მაგრამ არ აქვთ კორონავირუსი". – თქვა მირზოიევმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასულ კვირას კორონავირუსის 1 051 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 26 ადამიანი. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ოფიციალური სტატისტიკას არ ენდობა.

კომენტარები