31 მარტს, ტაჯიკეთში, იზბოსკანის რაიონში, ქალაქ ანჯიანში, მეჩეთში აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი.
წინასწარი მონაცემებით მეჩეთის ტერიტორიაზე მდებარე განბანვისთვის განკუთვნილ ნაგებობაში გაზ-ჰაერის ნარევი აფეთქდა.
აფეთქების ადგილზე გამოცხადდა ორი სამაშველო რაზმი და ორი სახანძრო ბრიგადა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მეჩეთის შენობა, ცეცხლი არ გაჩენილა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.





