საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტატო ურჯუმელაშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი დავით მარღანია აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობენ. საქართველოს მხარე კონფერენციაზე სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის საქართველოში დანერგვის მოდელზე გააკეთებს პრეზენტაციას და კონფერენციის მონაწილეებს ამ კუთხით გამოცდილებას გაუზიარებს .
კონფერენციის ორგანიზატორი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლების აზრით, საქართველოში ელექტრონული შესყიდვების სისტემის დანერგვის სწრაფი, იაფი და წარმატებული პრეცედენტი შესაძლოა, კარგი მაგალითი გახდეს აზიისა და წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებისთვისაც.
აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია 22–24 ნოემბერს ინდონეზიის ქალაქ დენპასარში გაიმართება. მასში აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნების 100–მდე დელეგატი მონაწილეობს.




