საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი რეი მეიბასი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას შეხდა .თავდაცვის მინისტრმა მას საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და ISAF -ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს.
დღესვე აშშ-ს საზღვაო ძალების მდივანი შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეხვდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე შავი ზღვის სანაპიროზე აშშ-ს დახმარებით უსაფრთხოების რადარების აღდგენა-განახლება დასრულდება. რეი მეიბასის და ვანო მერაბიშვილის შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა იყო.
აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი ხვალ ეროვნულ სასწავლო ცენტრს ”კრწანისს” ესტუმრება , ამერიკელი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საჩვენებელ სწავლებას დაესწრება .




