ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

კოკოითი გამორიცხავს მისი შემცვლელი ქალი გახდეს

ცხინვალის სეპარატისტი ლიდერი ედუარდ კოკოითი გამორიცხავს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი ქალი გახდეს. მის ფავორიტ კანდიდატს ანატოლი ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში კონკურენციას  სწორედ ქალი -ალა ჯიოევა უწევს. შეკითხვას -  შესაძლებელია თუ   მისი მომდევნო ცხინვალის რეგიონში ქალი გახდეს?- კოკოითიმ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია. ”ჩვენთან ქალებს არავინ აკნინებს, ჩვენს საზოგადოებაში ქალებს კარგად  ექცევიან, მაგრამ კავკასია მაინც კავკასიაა”- განაცხადა კოკოითიმ.

ალა ჯიოევა  ყოფილი ე.წ. განათლების მინისტრია.  2010 წლეს ის ე.წ. მინისტრობიდან   თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გადააყენეს. ჯიოევას წინააღმდეგ ფე ფაქტო ხელისუფლებამ მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მას  2 წლიანი პირობითი სასჯელიც მიუსაჯეს.  13 ნოემბრის ”არჩევნებში” მიღებული ხმების რაოდენობით ალა ჯიოევა სულ ცოტათი ჩამორჩა ანატოლი ბიბილოვს.  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ”არჩევნების” მეორე ტური 27  ნოემბერს უნდა ჩატარდეს. 

კომენტარები