ჟენევაში საქართველომ და რუსეთმა გააფორმეს შეთანხმება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველომ და რუსეთმა ამ ცოტა ხნის წინ მიაღწიეს შეთანხმებას აღნიშულ საკითხზე. შვეიცარიის მიერ მომზადებული კომპრომისული წინადადება პირველმა საქართველომ მიიღო, მოგვიანებით შვეიცარიის პირობებს რუსეთიც დათანხმდა. შეთანხმება ითვალისწინებს ტვირთების საერთაშორისო მონიტორინგს და ინფორმაციის გაცვლას რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე, თუმცა მასში არ არის ნახსენები სიტყვა - საზღვარი, სავაჭრო დერეფნები გეოგრაფიული კოორდინატებით არის აღნიშნული. რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას, ერთ-ერთი უკანასკნელი ბარიერი ამ გზაზე რუსეთისთვის საქართველო იყო.
tbl.ge/16tq
დაკოპირდა




