რუსეთი WTO-ში

ხაჯიმბას პარტია: WTO-ზე შეთანხმება აფხაზეთის სუვერენიტეტს ემუქრება

სოხუმში მოქმედი ოპოზიციური „სახალხო ერთობის ფორუმი“, რომელსაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მეთაურობს, WTO-ში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას  აპროტესტებს.  „საქართველო  ცდილობს არა მარტო  გააკონტროლოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრები, არამედ ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე საკუთარი იურისდიქცია აღადგინოს. ამგვარად, იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის დაკნინების პრეცედენტი, რომლის გარანტად საერთაშორისო არენაზე რუსეთი  გამოდის“,  - ნათქვამია აფხაზეთში  მოქმედი  ოპოზიციური პარტიის განცხადებაში. ხაჯინბას პარტიაში გაკვირვებას გამოთქვავენ რუსეთის ქმედებების გამო, აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ” აფხაზეთის მხარესთან წინასწარი მსჯელობის გარეშე წამოიწყო მსჯელობა  ისეთ საკითხებზ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აფხაზეთის სუვერენიტეტს.”   

განცხადების ავტორების აზრით,   შეთანხმება „აფხაზური სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ განსაკურებულ საშიშროებას წარმოადგენს და შესაძლოა კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს.    „აფხაზეთის დამოუკიდებელი სტატუსისა და სუვერენიტეტის დაკნინების ნებისმიერი მცდელობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც დანაშულ აფხაზი ხალხის წინააღმდეგ“, - მიიჩნევენ ხაჯიმბას მხარდამჭერები.  

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთ-საქართველოს შეთანხმებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს.  ოპოზიციონერები სოხუმის მოქმედ რეჟიმს მოუწოდებენ მიიღოს „ქმედითი ზომები აფხაზეთის სუვერენიტეტის დასაცავად“.  

კომენტარები