რუსეთი WTO-ში

დასავლეთის პრესა WTO -ს საკითხზე რუსეთ-საქართველოს შეთანხმებაზე

დასავლეთის პრესა ეხმაურება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხებზე საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას. Financial Timse საკუთარ სტატიაში ” რუსეთი WTO-ში, რას მოიგებს საქართველოს? ” აღნიშნავს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებით რუსეთი უნდა მიჰყვეს ისეთ თანამედროვე სავაჭრო ურთიერთობებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებს კარნახობს არ დააშინონ ერთმანეთი. Financial Timse -ის სტატიის ავტორები ვარაუდობენ, რომ WTO-ში გაწევრიანების შემდეგ რუსეთს მოუწევს უარი თქვას საკუთარ ბაზარზე ქართულ ღვინისა და მინარალური წლის აკრძალვაზე. ”რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ საქართველომ სხვა ბაზრებზე შეღწევა დაიწყო. ქართულ ღვინოს ახლა ჩინეთში, ყაზახეთში და ევროპის ქვეყნებში მიირთმევენ, თუმცა არა იმ რაოდენობით რამდენსაც თავის დროზე რუსეთში . ქართული მინერალური წყალი ”ბორჯომი” ევროპაში გასაყიდად ზედმეტად მარილიანია, მაგრამ ის კარგად იყიდება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში . საქართველო იმსახურებს ქებას ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის, თუმცა მისთვის მომგებიანი იქნება რუსეთის ბაზარზე დაბრუნება. ბოლოს და ბოლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება წაადგება საქართველოს უსაფრთხოების საქმესაც, რადგან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცნობილი შავი ხვრელებია კონტრაბანდისთვის” - წერს Financial Timse . სტატიის ავტორებს მოჰყვათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის სიტყვები: ” მონიტორინგის გარეშე ამ ეტაპზე შეუძლებელია იყოს გამჭირვალე რა ტვირთები შემოდის საქართველოში, ან გადის მისი ტერიტორიიდან”

”რუსეთმა განაცხადა, რომ მიაღწია საქართველოსთან შეთანხმებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით” - წერს გაზეთი New York Times . დღეს ჟენევაში საქართველოს და რუსეთის დელეგაციებმა შეთანხმება უნდა დაადასტურონ. New York Times აღნიშნავს : ” ერთ-ერთი მთავარი საკითხია - მართლაც სურს თუ არა პუტინს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება.” გაზეთის ცნობით , პუტინის გარემოცვის ”კონსერვატიული ნაწილი” ამ იდეის წინააღმდეგი იყო . ” მედვედკოვის განცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთი თანახმაა მიიღოს შვეიცარიის წინადადება მოწმობს, შედარებით ლიბერალურად განწყობილმა ეკონომისტებმა პუტინი დაარწმუნეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის მომგებიანია WTO-ს წევრობა .

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა მედიას დაუდასტურა, რომ მოსკოვმა მიაღწია შეთანხმებას თბილისთან WTO-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

 

კომენტარები