საგარეო ვალი

ედუარდ გარდნერი: საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 40%-ს აღწევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რეგიონში არსებული ოქტომბრის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ედუარდ გარდნერის განცხადებით საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გაზრდილი საგარეო ვალია. მისი განმარტებით, საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 40%-ს აღწევს. გარდნერის თქმით, საქართველოს მდგომარეობას ამსუბუქებს ის ფაქტი, რომ ქვეყანას ვალები ძირითადად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აქვს აღებული.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი 6.9 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, 4.9 მილიონი ლარი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან აღებული ვალია. 

კომენტარები