საგარეო ვალი

სახელმწიფო საგარეო ვალი 10 მილიარდი დოლარია, რაც მშპ-ს 59.5%-ს წარმოადგენს – სებ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საგარეო ვალის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდი დოლარია, რაც ეროვნულ ვალუტაში 65.2 მილიარდ ლარს შეადგენს. 

ქვეყნის ვალდებულებებიდან უშუალოდ სახელმწიფო საგარეო ვალზე 10 მილიარდი დოლარი მოდის, ანუ 31.5 მილიარდი ლარი, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 59.5%-ა. 

ეროვნული ბანკის ცნობით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 11.6 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ქვეყნის საგარეო ვალი სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება: 

  • მთავრობის ვალი – 7.8 მილიარდი დოლარი (24.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 46.7%-ა; 
  • სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები – 1.5 მილიარდი დოლარი (4.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 8.7%-ა;
  • ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 689.8 მილიონი დოლარი (2.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 4.1%-ა.

     
  • საბანკო სექტორის ვალი – 4.3 მილიარდი დოლარი (13.6 მლრდ ლარი); 
  • სხვა სექტორების საგარეო ვალი – 4.6 მილიარდი დოლარი (14.6 მლრდ ლარი);
  • კომპანიათაშორისო ვალი - 3.2 მილიარდი დოლარი (10.1 მლრდ ლარი).

სებ-ის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალის 91.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

კომენტარები