შოუბიზნესი

ლინდსი ლოჰანი კვლავ ციხეშია

ლოს-ანჯელესის სასამართლომ სამშაბათს, 2 ნოემბერს ლინდსი ლოჰანს 30 დღით ციხეში დაბრუნების განაჩენი გამოუტანა.
მსახიობმა დაარღვია გამოსაცდელი ვადა, მან არ შეასრულა საზოგადოებრივი სამსახური, რომელიც მოსამართლემ დააკისრა, ასევე არ ესწრებოდა ფსიქოლოგთან ვიზიტს.

25 წლის მსახიობს პრობლემები სამართალდამცავებთან 2007 წელს შეექმნა, მას შემდეგ რაც იგი არა ფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო დააკავეს და აგრეთვე ამხილეს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაში. ლოჰანმა ერთხელ უკვე მოიხადა ციხეში სასჯელი.

2 ნოემბერს გამართულმა სასამართლო პროცესმა ხმაურის გარეშე ჩაიარა, მსახიობი წყნარად უსმენდა განაჩენს, მან უარი განაცხადა პრობაციით დადგენილ პროცედურებზე და მოსამართლის გადაწყვეტილებას არ შეწინააღმდეგებია.

„9 ნოემბრიდან თქვენ შეუდგებით ქალთა საპყრობილეში 30 დღიანი პატიმრობის მოხდას, თქვენ აღარ გეკუთვნით შინა-პატიმრობა, აგრეთვე ელექტრონული მონიტორინგი და არავითარი ვადამდელი გათავისუფლებისთვის გათვალისწინებული შეღავათები. თქვენ გჭირდებათ მკაცრი სტრუქტურა, ვინაიდან გამოსაცდელი ვადის დროს არ დაემორჩილეთ კანონს. იმ შემთხვევაში, თუ სასჯელს პირნათლად მოიხდით, ჩვენთან საერთო აღარაფერი გექნებათ“ განაცხადა მოსამართლემ.

კომენტარები