ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

მედვედევმა კოკოითის დაბადების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დაბადების  დღე მიულოცა  ცხინვალის სეპარატისტ ლიდერს ედუარდ კოკოითის.  თავის მისალოც წერილში რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კოკოითის ლიდერობით სამხრეთ ოსეთმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ფორმირების გზაზე. მედვედევმა ხაზი გაუსვა კოკოითის წვლილს ე.წ. სამხრეთ ოსეთის  რესპუბლიკასა და რუსეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღმავების საქმეში  და  აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები არის საძირკველი  სამომავლო კომპლექსური  თანამშრომლობის - კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.  

კომენტარები