ცვლილებები მთავრობაში

ზაზა გოროზია სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა

მთავრობაში საკადრო ცვლილებაა. სოფლის მეურნეობის  მინისტრად ზაზა გოროზია დაინიშნა, რომელიც აქამდე სამეგრელოს გუბერნატორი იყო. მან ბაკურ კვეზერელი ჩაანაცვლა. ცვლილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გამართა.  მან მადლობა გადაუხადა კვეზერელს გაწეული სამუშაოსთვის და ცვლილება `ახალი ხედვისა~ და `ახალი ენერგიის~ საჭიროებით ახსნა.

 `სოფლის მეურნეობა დღეს ჩვენი მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტული დარგია. ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირება ახალ მინისტრთან ერთად მოხდეს~ - განაცხადა გილაურმა. 

კომენტარები