ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

სამხედროები მედვედევს სთხოვენ უზრუნველყოს სტაბილურობა ცხინვალის რეგიონში

რუსეთის შინაგანი ძალების   ბატალიონის ”აღმოსავლეთის”  მებრძოლებმა ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევს და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაში ჩარევა და იქ სტაბილურობის უზრუნველყოფა სთხოვეს. წერილს 100-ზე მეტი სამხედრო აწერს ხელს . ისინი აცხადებენ, რომ  2008 წლის აგვისტოში  აქტიური მონაწილეობა მიიღეს  საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ ,   დაეხმარნენ  ოს დებს და ძლებს ,  თუმცა რეგიონის მოსახლეობა დღეს   ადგილობრივი ხელმძღვანელობის რეპრესიების მსხვერპლია. წერილში ნათქვამია, რომ ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ შეუშვეს რუსეთის რამდენიმე დელეგაცია, გამშვებ პუნქტზე რუსეთის დელეგაციის წევრებისკენ   იარაღიც კი მიმართეს. არჩევნების წინ სამხრეთ ოსეთი სამოქალაქო ომის პირასაა -აღნიშნავენ რუსეთის შინაგანი ძალების   სამხედროები და მედვედევს მოუწოდებენ ჩაერიოს ვითარებაში.  

კომენტარები