ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ჯამბულატ თედეევი ცხინვალიდან გაძევებულია

თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელი  ჯამბულატ  თედეევი  გაძევებულია ე.წ  სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან.  თვითმარქვია პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, პრეს-სამსახურის ცნობით,  თედეევი გაძევებულ იქნა, რათა თავიდან აცილებულიყო  შემდგომი პროვოკაციები.

ჯამბულატ თედეევის წინააღმდეგ ცხინვალში აღძრეს საქმე,   მისი მომხრეების  ე.წ.  საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრის ფაქტზე და თედეევი მასობრივი არეულობის ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულეს.  მის დაპატიმრებას მაინც  მოერიდნენ. თედეევის დასაცავად მის სახლთან სისტემატურად იყვნენ შეკრებილნი მომხრეები . ჯამბულატ თედეევს სურდა ე.წ.  საპრეზიდენტო არჩევნებში კოკოითის ფავორიტი კანდიდატისთვის გაეწია მეტოქეობა, თუმცა მას  არ მისცეს ე.წ  არჩევნებში მონაწილეობის  უფლება .  მოგვიანებით, თედეევის კანდიდატურის  რეგისტრაციაში  გაუტარებლობა  გაამართლა ე.წ. უმაღლესმა სასამართლომაც. რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა იქ გაასაჩივრა საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება.

                     

კომენტარები