ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ჯამბულ თედეევის მამის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

ცხინვალიდან გავრცელებული ცნობების თანახმად ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელის ჯამბულ თედეევის მამის ავტომანქანაში. ამის შესახებ საქმის კურსში იქნა ჩაყენებული დე ფაქტო მილიცია.

ჯამბულ თედეევს რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. საკითხის განხილვის დროს მისმა მომხრეებმა სცადეს აღნიშნული კომისიის შენობაში შეჭრა რასაც ახლდა შეხლა-შემოხლა. მოგვიანებით ცხინვალის პროკურატურამ აღძრა საქმე თედეევის წინააღმდეგ არეულობის ორგანიზების მცდელობისთვის. თედეევის დაპატიმრების აღსაკვეთად მის სახლთან სისტემატურად ხდება მომხრეების მობილიზება ცხინვალში ვითარება დაძაბულია. გავრცელებული ცნობებით ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქუჩებში შეიარაღებული პირების სიმრავლე შეინიშნება.

ჯამბულ თედეევმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს და სთხოვა ჩაერიოს საქმეში რათა რეგიონში თედეევის სიტყვებით ”აცილებულ იქნას პოლიტიკური კატასტროფა”.

კომენტარები