უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, შეხვედრამ კარგად ჩაიარა და აშშ-ს პრეზიდენტთან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიაზე და რუსეთთან დიპლომატიის აღდგენაზე ისაუბრა.
"კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის დასაახლოებლად.
უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ ტრამპს ლინდსი გრემის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოვუცხადე. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.
პრეზიდენტთან განვიხილეთ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადამჭერი რაკეტების წარმოების ლიცენზიები და კიდევ რამდენიმე იდეა, რომელიც უკრაინას შეიძლება დაეხმაროს.
ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პროცესი კვლავ გააქტიურდეს. ჩვენი გუნდები შეათანხმებენ შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს.
მადლობელი ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.




