რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა მე-8 მოწვევის ბოლო სესიაზე დეპუტატების საქმიანობაზე სიტყვით გამოვიდა და სესია შეძახილებით "რუსეთი, პუტინი, გამარჯვება" დახურა.
ვოლოდინის თქმით, სახელმწიფო დუმას სამი პრიორიტეტი აქვს: პრეზიდენტის ინსტრუქციების შესრულება, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დეპუტატებთან შეხვედრების დროს მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბებული დღის წესრიგის შესრულება.
ამასთან, ვოლოდინმა დეპუტატებს "სტრატეგიული თავშეკავების ჩვენებისკენ" და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების უზრუნველსაყოფად ერთიანობისკენ" მოუწოდა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთში "მრავალი პარტიაა, მაგრამ ერთი სამშობლო," რის შემდეგაც მან სლოგანი "რუსეთი, პუტინი, გამარჯვება" ხუთჯერ გაიმეორა.




