რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მოსკოვის გარშემო მსუბუქი თვითმფრინავებისა და დრონების ფრენა აკრძალეს

რუსეთის ფედერალურმა საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ (როსავიაცია) თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით ცენტრალური რუსეთის რამდენიმე რეგიონში 5.2 კმ-ს სიმაღლეზე მსუბუქი და ზემსუბუქი თვითმფრინავების, ასევე სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების ფრენა აკრძალა.

როსავიაციის განცხადების მიხედვით, შეზღუდვა 20 ივნისიდან ამოქმედდება მოსკოვში და მოსკოვის ოლქის დიდ ნაწილში, ასევე, ნაწილობრივ, რიაზანის, ტულის, კალუგის, ტვერის, იაროსლავლისა და ვლადიმირის ოლქებში.

მსგავსი ზომები როსავიაციამ "ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფით" ახსნა. შეზღუდვები არ ეხება რეგულარულ და ჩარტერულ ფრენებს.

მსუბუქი და ზემსუბუქი თვითმფრინავები 5 კილომეტრზე მაღლა ვერ დაფრინავენ. 

შეზღუდვა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების რეგულარული იერიშების ფონზე დაწესდა. ბოლო პერიოდში უკრაინის უპილოტო სისტემებს ხშირად მიაქვთ დარტყმები მოსკოვის ოლქსა და რუსეთის დედაქალაქზე. დრონები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, რათა მათი დაფიქსირება რადარებმა ვერ შეძლონ.

კომენტარები