რუსული პროპაგანდისტული მედიის, "სპუტნიკის" ცნობით, საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის" საბჭო შეიქმნა.
როგორც "სპუტნიკი" წერს, საბჭოს მთავარი მიზანია, "საჯარო სივრცეში დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და ანტირუსული რიტორიკის შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი."
"ორგანიზატორების თქმით, საბჭო შეაგროვებს ინფორმაციას ფაქტებზე, რომლებიც რუსოფობიის გამოვლენად მიიჩნევა: რუსეთის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებიდან და ისტორიული მოვლენების დამახინჯებიდან დაწყებული, ენობრივი ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე დისკრიმინაციით დამთავრებული. მონიტორინგი შეეხება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების საჯარო განცხადებებს, პუბლიკაციებსა და ქმედებებს.
საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნება იურიდიული ჯგუფი, რომელიც გამოვლენილ შემთხვევებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სააპელაციო საჩივრების მომზადებას უზრუნველყოფს. მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება სამ თვეში ერთხელ იგეგმება," - წერს გამოცემა.
"სპუტნიკის" თანახმად, საბჭო "განსაკუთრებულ ყურადღებას" მიაქცევს 2022 წლის შემდეგ გავრცელებულ განცხადებებსა და მოვლენებს. გამოცემა ასევე წერს, რომ ინიციატივის ორგანიზატორები მიიჩენევენ, რომ "ბოლო წლებში საქართველოში ანტირუსული განცხადებებისა და აქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა."
"სპუტნიკი" ასევე ავრცელებს საბჭოს ამსახველ ვიდეოს.




