სომხეთი-საქართველო

ფაშინიანი: მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უყვარს და მოსალოდნელია, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო და უფრო გაღრმავდება.

ტვ პირველის ჟურნალისტ, ვიკა ბუკიას კითხვაზე - "რა გზავნილს გაუგზავნით ქართველ ხალხს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან" - ფაშინიანმა ასე უპასუხა: "თქვენ იცით... მე მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი".

ხოლო იმედის ჟურნალისტის კითხვას სომხეთ-საქართველო ურთიერთობების მომავალზე ფაშინიანმა შემდეგნაირად უპასუხა: "თქვენ იცით, რომ ჩვენ საქართველოსთან იმდენად კარგი ურთიერთობები გვაქვს, რომ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე საუბარიც კი ძნელია. თუმცა, რა თქმა უნდა,ეს ემოციებს ეხება. სომხეთსა და საქართველოს შორის ემოციები დიდი და სავსეა, მაგრამ არსებობს ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები და ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენადაც შესაძლებელია".

კომენტარები