სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 5.7% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 5.2%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
- თევზეული (+20.9%)
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (+10.1%)
- პური და პურპროდუქტები (+7%)
- ხილი და ყურძენი (+6.5%)
- ზეთი და ცხიმი (+6.1%)
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+6%)
- ყავა, ჩაი, კაკაო - (+5.4%)
- რძე, ყველი, კვერცხი (+4.1%)
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+1.5%)
საქსტატის მტკიცებით, წინა წლის მაისთან შედარებით ბოსტნეული და ბაღჩეული 7%-ით გაიაფდა.
ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, ტრანსპორტზე ფასი - 15.1%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე - 7.2%-ით. სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.6%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 7%-ით, ჯანდაცვა - 5.1%-ით, განათლება 2.4%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 3%-ით.
საქსტატის დათვლით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 6.4%-ით. ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.3%-ით გაიაფდა, დასვენება/გართობა/კულტურა - 0.1%-ით.




