ინფლაცია საქართველოში

ხილი 16.9%-ით, ზეთი 14.9%-ით, პური - 13.6%-ით გაძვირდა – წლიური ინფლაცია 4.8%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8%.

საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 10.3%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.48%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ხილი და ყურძენი  - 16.9%;
  • თევზეული - 15.5%;
  • ზეთი და ცხიმი -  14.9%;
  • პური და პურპროდუქტები - 13.6%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 12%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 11.6%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 8.6%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 8.5%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 6.5%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 5.1%

ჯანმრთელობის დაცვა 8%-ით გაძვირდა, ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 9%, საავადმყოფოების მომსახურების - 9% და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 6.6% ქვეჯგუფებზე.

 ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 10.3%;
  • ჯანმრთელობის დაცვა - 8%;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 7.2%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5.3%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 4.4%;
  • განათლება - 2.3%;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.3%;
  • ტრანსპორტი - 0.3%;

ბოლო ერთ წელიწადში გაიაფდა:

  • კავშირგაბმულობა -4.0%;
  • დასვენება, გართობა და კულტურა -1.5%;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა -1.3%:

ტანსაცმლისა და ფეხსაცმელის ფასები უცვლელი დარჩა. 

ქვემოც მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით:

 

კომენტარები