გუშინ დილით საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ატლანტის ოკეანეში სანქცირებული რუსული ნავთობტანკერი Tagor დააკავა. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავრცელებს.
"ეს ოპერაცია ატლანტის ოკეანეში, საერთაშორისო წყლებში განხორციელდა, რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით და საზღვაო სამართლის სრული დაცვით.
მიუღებელია, რომ გემები თავს არიდებენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევენ საზღვაო სამართალს და აფინანსებენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ უკვე ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებულ ომს.
ეს გემები, რომლებიც საზღვაო ნავიგაციის ყველაზე ელემენტარულ წესებსაც კი არ იცავენ, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოსა და ყველას უსაფრთხოებას" - განაცხადა მაკრონმა სოციალურ ქსელში.




