Blue Origin

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

ფლორიდაში ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდის დროს აფეთქდა. კომპანიის ცნობით, შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, როგორც ჩანს, აფეთქებამ რაკეტის გამშვები პლატფორმა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა დააზიანა.

სოციალურ მედიაში გავრცელდა რაკეტის აფეთქების ამსახველი კადრებიც:

რაკეტა 4 ივნისს დაგეგმილ მისიამდე მოსამზადებელ გამოცდებს გადიოდა. New Glenn-ის მეშვეობით Blue Origin დედამიწის ორბიტაზე 48 სატელიტის გაგზავნას გეგმავდა.

"ზედმეტად ადრეა გამომწვევი მიზეზის დასადგენად, მაგრამ ამის გარკვევაზე უკვე ვმუშაობთ. ძალიან რთული დღეა, მაგრამ აღვადგენთ ყველაფერს, რისი აღდგენაც საჭირო იქნება და ფრენას დავუბრუნდებით. ეს ამად ღირს" – დაწერა ბეზოსმა X-ზე.

კომენტარები