გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი სამმართველო

კალაძე სამმართველოზე: შეურაცხყოფა, ღია სივრცეში გინება მიუღებელია

ეს გადაწყვეტილება ყველასთვის თანაბარი იქნება. ჩემს შემთხვევაშიც მომხდარა ცილისწამება კონკრეტული სიუჟეტების მეშვეობით. ეს უნდა დასრულდეს. არ აქვს მნიშვნელობა, საუბარი ჩემზე იქნება, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე.  ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ერთიანობისთვის არის აუცილებელი. შეიძლება, ვერ ვთანხმდებოდეთ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ეს  გადმოცემული უნდა იყოს ცივილურად. ყველამ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს.

ბოლო წლებში მიზანმიმართული შეურაცხყოფები მიმდინარეობს. კრიტიკა მისაღებია - დემოკრატიული პროცესების ნაწილია, მაგრამ შეურაცხყოფა, ღია სივრცეში გინება მიუღებელია, თუმცა ესეც გარედან წამოსული დავალების ნაწილია. აკერმანის წიგნზე ძალიან ბევრი გვისაუბრია. ამ წიგნის მეშვეობით აკეთებდნენ ყველაფერს რევოლუციის მოსაწყობად, პოლარიზაციის გასაღრმავებლად, საზოგადოების გასახლეჩად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც გუშინ გაჟღერდა, რათა ეს ყველაფერი დარეგულირდეს.

ამბობს ივანიშვილის მერი კახა კალაძე. ოცნება შსს-ში ქმნის სპეციალურ სამმართველოს, რომლის მთავარი ფუნქციაც "საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება". 

კომენტარები