რუსეთი

პუტინის რეიტინგის შეუჩერებელი კლების შემდეგ ВЦИОМ-მა გამოკითხვის მეთოდოლოგია შეცვალა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
Getty Images

რუსეთის სახელმწიფო საზოგადოებრივი აზრის კვლევითმა ცენტრმა (ВЦИОМ) განაცხადა გამოკითხვის მეთოდოლოგიის შეცვლის შესახებ და გამოაქვეყნა მთავრობის უახლესი რეიტინგები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგი გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგი 7 კვირის განმავლობაში შეუჩერებელ კლებას განიცდიდა.

ВЦИОМ-ის მონაცემებით, 4-დან 10 მაისამდე პერიოდში, როდესაც გამოკითხვა ჩატარდა, გამოკითხულთა 66.8%-მა მოიწონა პუტინის, როგორც პრეზიდენტის, მოღვაწეობა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა გამოკითხვასთან შედარებით, რომელიც 13-19 აპრილს ჩატარდა.

ამასთან ერთად, გამოკითხულთა 72.1%- მა განაცხადა, რომ მას ენდობოდა, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო.

ასევე შემცირდა პუტინის მოღვაწეობით უკმაყოფილო პირთა რიცხვი (22.9%, 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლები) და მის მიმართ უნდობლობით განწყობილთა რიცხვი (23.6%, 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ВЦИОМ-ის მონაცემები არ მოიცავს ორი კვირის გამოკითხვის შედეგებს: 20-26 აპრილი და 27 აპრილი - 3 მაისი.

️უახლესმა გამოკითხვამ ასევე აჩვენა ნდობის ზრდა მიხაილ მიშუსტინის (72.1%, +1.1 პროცენტული პუნქტი) და "ერთიანი რუსეთის" რეიტინგის (31.2%, +3.5 პროცენტული პუნქტი) მიმართ. თუმცა, მთავრობის მუშაობის მოწონება შემცირდა (38.9%, -0.8 პროცენტული პუნქტი) და მისი თავმჯდომარის (42.2%, -2.1 პროცენტული პუნქტი) მიმართ.

️გარდა ამისა, ВЦИОМ-მა განაცხადა გამოკითხვის მეთოდოლოგიის შეცვლის შესახებ: სოციალური სამსახური ახლა რუსებს არა მხოლოდ ტელეფონით, არამედ კარდაკარ გამოკითხვის საშუალებითაც ამოწმებს.

"მხოლოდ სატელეფონო გამოკითხვები აღარ იძლევა მაღალი ხარისხის საარჩევნო პროგნოზირებისთვის აუცილებელ ყოვლისმომცველ სურათს," - განაცხადა ცენტრის პოლიტიკური კვლევების დირექტორმა.

მონაცემების ზრდას კრემლთან ასოცირებული საზოგადოებრივი აზრის ფონდიც (ФОМ) აფიქსირებს, რომელმაც გამოაქვეყნა 1-3 მაისის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ფონდმა ეს შედეგები გასულ პარასკევს არ გამოაქვეყნა, მათი თქმით, უქმე დღეების გამო. 

ФОМ-ის მონაცემებით, იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც პუტინის საქმიანობას დადებითად აფასებენ, 73%-დან 75%-მდე გაიზარდა. პუტინის ნდობის მქონეთა წილი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 74%-ს მიაღწია.

აქამდე, ბოლო მონაცემებით, პუტინის რეიტინგი 7 კვირის განმავლობაში იკლებდა, პარასკევს, 8 მაისს კი ორივე სააგენტომ მონაცემების გამოქვეყნებაზე უარი თქვა და მიზეზად უქმე დღეები დაასახელა.

 

კომენტარები