კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად შიო III აირჩიეს

მიტროპოლიტი შიო მუჯირი
კახა კალაძე/Facebook

სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა კრებამ 22 ხმით გამოირჩია შიო, მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუსი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსად მცხეთა-თბილისისა, მიტროპოლიტად ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

ახალი პატრიარქი ადის ანდრიას სამოციქულო კათედრაზე, რიგითი ნომრით, შიო III.

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა მიიღო 9 ხმა, ფაზისელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა - 7 ხმა, გაუქმდა 1 ხმა.

"ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით" - თქვა შიო III-მ პატრიარქად გამორჩევის შემდეგ. 

როგორც სამადლობელ სიტყვაში  შიო III-მ განაცხადა, მისი ინტრონიზაცია შედგება 12 მაისს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

კომენტარები