რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა.

"მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება (9, 10, და 11 მაისს). რუსეთში აღნიშნავენ გამარჯვების დღეს, მაგრამ ასეა უკრაინაშიც, რადგან მეორე მსოფლიო ომში ისინი ასევე დიდ ნაწილსა და ფაქტორს წარმოადგენდნენ." – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მან განმარტა, რომ დროებითი ზავი მოიცავს "ყოველგვარი კინეტიკური მოქმედებების შეწყვეტასა და ასევე თითოეული ქვეყნის მხრიდან 1 000 პატიმრის გაცვლას."

ტრამპის თქმით, ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტა თავად სთხოვა. მან ასევე მადლიერება გამოხატა, რომ ამ წინადადებას ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდნენ. 

"იმედია, ეს ძალზე ხანგრძლივი, სასიკვდილო და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისი იქნება. ამ მასშტაბური კონფლიქტის – რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდია – დასრულებაზე მოლაპარაკებები გრძელდება და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუახლოვდებით ამას." – წერს აშშ-ს პრეზიდენტი. 

კომენტარები