პატრიარქის არჩევნები

მეუფე ზენონი: ასახელებენ ბიზნესმენს - მან რამდენიმე მღვდელმთავარს მეუფე შიოსთვის ხმა სთხოვა

თუ ბოლომდე მივყვებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასახელებენ ადამიანს, ერთერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმას. მე არ ვიტყვი [ვინ], დაე, მათ თქვას, ვისთანაც მივიდა. მე გეუბნებით ფაქტს, ერთერთ შემადგენელს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა... არა, ლევან ვასაძე არა.

თქვა მეუფე ზენონმა TV პირველის ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, "ბატონ ვანო ჩხარტიშვილზე საუბრობთ?", მეუფე ზენონი პასუხობს - "ვისზეც არის საუბარი გამოჩნდება, მაგრამ მე დაბეჯითებით ვამბობ წყაროზე დაყრდნობით, ვიცით, ჩვენ მღვდელმთავრებმა, რომ ასეთი რაღაცები მოხდა, მარტო მე არ ვიცი".

კომენტარები