პატრიარქის არჩევნები

დღეს ჩემი ხმა დაემატა უწმიდეს შიოს - მეუფე ზოსიმე

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი ამბობს, რომ დღევანდელ საპატრიარქო არჩევნებში ხმა მეუფე შიოს მისცა.

"მე მგონია, ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა და უწმიდესი შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას. დაემატა, დაემატა ჩემი ხმა" - ამბობს მეუფე ზოსიმე, რომელიც სინოდის სხდომას, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩიეს, არ ესწრებოდა.

კომენტარები