პატრიარქის არჩევნები

ახალი პატრიარქის ვინაობა 11 მაისს გვეცოდინება

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს ცნობით, წმინდა სინოდის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე ჩატარდება. 

საქართველოს ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელს სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე აირჩევენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდში პირველი კენჭისყრა 28 აპრილს ჩატარდა. სინოდმა გამოირჩია სამი საპატრიარქო კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კრებაზე გამარჯვება-დამარცხების ბედი არ წყდებოდა, მოსაყდრე შიომ მოახერხა ხმათა ნახევარზე მეტის - 20 ხმის მოგროვება, რაც გაფართოებულ კრებაზე გამარჯვებისთვის არის საჭირო.

თუ ხმათა რაოდენობა უცვლელი დარჩა, მიტროპოლიტი შიო გაფართოებულ კრებაზე პირველივე ტურში გაიმარჯვებს და გახდება საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.

მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ მიტროპოლიტი იობი 7 ხმით, მიტროპოლიტი გრიგოლ ასევე 7 ხმით.

ხმების მცირე ნაწილი, დანარჩენი 4 ხმა სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა.

კომენტარები