თბილისში, ფილარმონიასთან მოტოციკლეტი შეეჯახა ქვეითს, შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





