რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთთან დაკავშირებულმა კრიპტოვალუტის პლატფორმამ კიბერშეტევის შემდეგ ოპერირება შეაჩერა

რუსეთთან დაკავშირებულმა და სანქცირებულმა კრიპტოვალუტის პლატფორმა Grinex-მა განაცხადა, რომ კიბერშეტევის შედეგად 1 მილიარდი რუბლი, დაახლოებით 13 მილიონი დოლარის, ღირებულების აქტივების მოპარვის შემდეგ ოპერირება შეაჩერა.

ყირგიზეთში დაფუძნებული Grinex-ს გასულ წელს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების დახმარების გამო სანქციები დაუწესა.

საკუთარ Telegram-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პლატფორმამ თავდასხმაში "უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები" დაადანაშაულა.

"ციფრული კვალი და თავდასხმის ხასიათი მიუთითებს უპრეცედენტო დონის რესურსებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც სხვა სუბიექტებისთვის მიუწვდომელია და რომლებსაც მხოლოდ არამეგობრული სახელმწიფოების სტრუქტურები ფლობენ... წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის მიზანი რუსეთის ფინანსური სუვერენიტეტისთვის პირდაპირი ზიანის მიყენება იყო" - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში.

კომენტარები