რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბროვდი: რუსეთს ჩრდილოვანი ფლოტის დასაცავად ანტიდრონული ძალები ფრონტიდან გაჰყავს

რობერტ "მადიარ" ბროვდი

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ "მადიარ" ბროვდიმ განაცხადა, რომ რუსეთი ფრონტის ხაზიდან რუბიკონის უპილოტო სისტემების ცენტრის 200-მდე შენაერთი შავი და აზოვის ზღვების აკვატორიაში გემების დასაცავად გაჰყავს.

"მოწინააღმდეგეს ფრონტის ხაზიდანგამოჰყავს რუბიკონის 200-მდე ეკიპაჟი ჩრდილოვანი ფლოტის დასაცავად. გათვლით - თითო ეკიპაჟი თითო მოქმედ გემზე - განაცხადა ბროვდიმ.

მისი თქმით, რუბიკონის ქვედანაყოფებთან ერთად გემების დაცვაში ჩართული არიან რუსეთის 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიისა და შავი ზღვის ფლოტის საზენიტო პოლკის ძალებიც. ისინი იყენებენ საზენიტო დრონებს, გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს (MANPADS) და ტყვიამფრქვევებს.

ბროვდის მტკიცებით, 6-18 ივლისს ჩატარებული ოპერაცია МоЛоЧКа-ს ფარგლებში უკრაინულმა უპილოტოებმა 172 რუსულ ხომალდს დაარტყეს - მათგან 118 აზოვის ზღვაში, ხოლო 54 შავ ზღვაში.

მისივე ინფორმაციით, მხოლოდ 18 ივლისის ღამეს დაზიანდა 13 ხომალდი: რვა მშრალი ტვირთმზიდი, ერთი ნავთობტანკერი, ერთი გაზმზიდი, ერთი ბუქსირი და ორი მცურავი ამწე.

ბროვდიმ აღნიშნა, რომ ოპერაციის მიზანი სანქციების გვერდის ავლით ნავთობის, საწვავისა და სხვა ტვირთების გადაზიდვის შეჩერებაა.

კომენტარები