ქვეყანაში რაც კი კარგი კეთდება, ყველაფერს ეწინააღმდეგებით. მე არ მახსოვს, რამე კარგი პროექტი განხორციელებულიყო ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებულიყო და თქვენ პოზიტიური კომენტარი გაგეკეთებინათ.
რაც შეეხება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა. შესაბამისად, თვითმფრინავების სამოძრაო ხაზი დაკორექტირდა. რა არის ამაში პრობლემა? აბასთუმანი იყო განადგურებული და ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა და განავითარა, რატომ გინდათ, ყველაფერში ცუდი ეძიოთ?





