რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დიდმა ბრიტანეთმა Apple-ის შვილობილი კომპანია რუსეთზე სანქციების დარღვევის გამო დააჯარიმა

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ Apple-ის შვილობილი კომპანია, ირლანდიაში დაფუძნებული Apple Distribution International Limited, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო 390 000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.

განცხადების მიხედვით, ADI-ს ჯარიმა დაეკისრა 2022 წელს შესრულებული ორი გადარიცხვის გამო. ADI-მ რუსულ სთრიმინგ პლატფორმა Okko-ს ჯამში დაახლოებით 636 000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. 

Okko ეკუთვნის რუსულ კომპანია Новые возможности-ს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია.

 

კომენტარები