აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ირანზე მიტანილი იერიშების შემდეგ თეირანში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

იერიშის შედეგი თეირანში, 2026 წლის 29 მარტი.
ATTA KENARE / AFP

აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში ირანზე მიტანილი მორიგი იერიშების შემდეგ თეირანს ელექტრომომარაგება შეუწყდა.

ცნობა, რომ თეირანის ნაწილის ელექტრომომარაგება შეწყდა, ირანულ მედიაში გავრცელდა. ინფორმაცია შემდეგში ირანის ენერგეტიკის მინისტრმაც დაადასტურა. ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, ელექტროობიექტები ალბორზის პროვინციაში დაზიანდა, რასაც თეირანსა და კარაჯში ელექტრომომარაგების შეჩერება მოჰყვა.

მომხდარიდან მცირე ხნის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ცნობა, რომ ირანის ტერიტორიაზე იერიშები მიაქვთ. მათ არ დაუზუსტებიათ თუ რა სახის ობიექტებია ბოლო დარტყმების სამიზნე.

 

კომენტარები