რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის უპილოტო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ორი ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემათა ძალებმა 22 მარტს რუსეთში, ბრიანსკის ტერიტორიაზე Бук-М3-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი და Бук-М2-ის ტიპის გამშვები-გადასატენი დანადგარი გაანადგურეს.

ოპერაციის ამსახველი ვიდეო უპილოტო სისტემათა ძალების მეთაურმა, რობერტ "მადიარ" ბროვდიმ გაავრცელა.

ოკუპირებულ დონეცკში უპილოტო ძალებმა დრონების მეშვეობით გაანადგურეს С-400-ის ჰაერსაწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური სადგური ტრიუმფი. ბროვდის თქმით, მარტში რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების 26 დანადგარი გაანადგურეს. 

კომენტარები