რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი

18 მარტს  ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა, რაც ქვეყანაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტს დაემთხვა.

პაკეტი, რომელიც ნაწილობრივ ევროკავშირის SAFE პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიასთან ერთობლივ წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.

"[უახლესი პაკეტის გათვალისწინებით,] ესპანეთის დახმარება ამ ომში 4 მილიარდ ევროს მიაღწევს " - განაცხადა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის ლიდერი მადრიდს ესპანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გასამართად და ახალი თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებების ხელმოწერისთვის ეწვია.

კომენტარები