იაპონიის საელჩო საქართველოში სამძიმარს უცხადებს მრევლს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო. საელჩოს განცხადებით, ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვეს იაპონიის სახელმწიფო დროშა.
"იაპონიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო და ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, დაუშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა". - წერია განცხადებაში.





